logo
ENG


პესკოვი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე: ცალსახად, ეს იყო უკრაინის მიზანმიმართული დივერსია
  • 418ნახვები

ცალსახად, ეს იყო უკრაინის მიზანმიმართული დივერსია, რომელსაც მოჰყვება მძიმე შედეგი ათიათასობით ადამიანისთვის. მას მოჰყვება ეკოლოგიური თვალსაზრისით მძიმე შედეგი და დასადგენია, კიდევ რა იქნება. ასევე აშკარაა მიზანიც, ყირიმისთვის წყლის შეწყვეტა. დივერსია ასევე უკავშირდება ყურადღების გადატანას ბრძოლის ველიდან. 2 დღის წინ დაიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია და მიზანს ვერ აღწევენ.

განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

 

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა