logo
ENG


რადას დეპუტატი: სანქციები ქართველ პრორუს ოლიგარქებს - ეს შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას
  • 632ნახვები

არის ერთი გასაგები მხარე, რომ ქართველი ხალხის ბრალი არ არის, რომ პრორუსული ხელისუფლების ქვეშ აღმოჩნდა დროებით. რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს მოსახლეობამ? უნდა გააგრძელოს მიტინგები, პროტესტები, რომ შეაჩეროს ეს ხელისუფლება. საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს საშუალება ზეგავლენა მოახდინოს საქართველოზე ისე, რომ არ მიაყენოს ზარალი მოქალაქეებს. ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე ქართველი პრორუსული ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას დღემდე მართავენ, ეს არის მათი აქტივების დაყადაღება, სანქციები იმ კომპანიებს, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო სამხედრო ზომების გამოყენება, ეს არ არის ჩვენი, ეს მხოლოდ რუსეთის მეთოდებია. წნეხის მეშვეობით შეიძლება რაიმეს შეცვლა. გვინდა გვწამდეს, რომ როდესაც საქართველო ადგება მუხლებიდან და დაიჯერებს საკუთარ ძალებს, რეალურად გაწმენდს საქართველოს ტერიტორიას რუსი ოკუპანტებისგან, რომლებიც დროებით იქ იმყოფებიან.

განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა იური კამელჩუკმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში ღამის კომენტარი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა