logo
ENG


ზელენსკი: კახოვკას ჰესის განადგურება მიუთითებს, რუსებს ესმით, რომ ყირიმიდან გაქცევა მოუწევთ
  • 617ნახვები

ფაქტი, რომ რუსეთმა განზრახ გაანადგურა კახოვკას წყალსაცავი, რომელიც კრიტიკულია, კერძოდ ყირიმის წყლით მომარაგებისთვის, მიუთითებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ყირიმიდან გაქცევა მოუწევთ

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

დღეს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. სადგურის განადგურებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".



ასევე ნახეთ
close დახურვა