logo
ENG


ბრეგაძე: 12 პუნქტის შესრულებაზე ევროპელი კოლეგებისგან კარგის მეტი არაფერი გაგვიგია
რატი ბრეგაძე
08 ივნ, 2023 15:45
ბრეგაძე: 12 პუნქტის შესრულებაზე ევროპელი კოლეგებისგან კარგის მეტი არაფერი გაგვიგია
  • 1246ნახვები

თუ ვინმე გვაკრიტიკებს, მან უნდა მოიყვანოს შესაბამისი არგუმენტები. ხაზგასმით გეტყვით - საქართველოში დღეს სასამართლო სისტემა არის ყველაზე დამოუკიდებელი მისი არსებობის ისტორიაში. თუ გაინტერესებთ 12 პუნქტს შესრულების ანგარიში, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მათ შორის ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით დადიან ევროპულ დედაქალაქებში და გადიან თავიანთ კოლეგებთან ყველა იმ საკითხს, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას. პირდაპირ რომ გითხრათ, კარგის მეტი არაფერი გაგვიგია ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით.

ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. ევროპარლამენტში დღეს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავდნენ, სადაც ევროპარლამენტარებმა ქართული ოცნება ამ კუთხით გააკრიტიკეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა