logo
ENG


კალიურანდი: 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პროგრესი არასრული, ხშირად ზედაპირულია
  • 313ნახვები

წლების წინ საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ ფაქტია, პროგრესი 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით არის არასრული, არაერთგვაროვანი და ხშირად ზედაპირული. ფაქტია ისიც, რომ საქართველო ჩამორჩება უკრაინას და მოლდოვას მთავარ საკითხებში. ევროპარლამენტის წევრები, ჩვენი კოლეგები ევროსტრუქტურებიდან და დასავლელი პარტნიორები დავიღალეთ თანამდებობის პირთა და მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებით, თითქოს ვცდილობთ საქართველოს ჩათრევას, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი.

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროპარლამენტის კომიტეტზე, სადაც საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას განიხილავენ. აღნიშნული განცხადება კალიურანდმა დეპუტატ მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე საუბრობდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა