logo
ENG


კალინდრა: უახლოეს დღეებში შევხვდებით ღარიბაშვილს და გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ
  • 1360ნახვები

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიმდინარეობს შეხვედრები და კონსულტაციები. სახეზეა ბევრი ენერგია და ამბიცია ორივე მხრიდან. როგორც ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში, ასევე თბილისში იმ კუთხით, რომ საქართველომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთავრობა და ქართველი ხალხი მხარს უჭერს ამ გზას. კანდიდატის სტატუსი ნამდვილად საჭიროა. ის მოუტანს ბევრ სარგებელს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს. გაუხსნის საქართველოს გაცილებით მეტ შესაძლებლობას. უკვე თითქმის ერთი წელია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რეკომენდაციები გასცეს. ნამდვილად არის პროგრესი, მაგრამ არის რიგი პრობლემები, რომლებზეც მუშაობას ვაგრძელებთ. მოვუწოდებთ მთავრობასა და სხვა პოლიტიკურ წრეებს, გააერთიანონ ძალისხმევა. შესაძლებლობების ფანჯარა ახლაა გახსნილი. ჩვენ გვსურს, არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა, განსაკუთრებით საქართველომ და ქართველმა ხალხმა. თვალს ვადევნებთ ამ განცხადებებს ისევე, როგორც საქართველოს მთავრობა ადევნებს თვალს დასავლელი მეგობრების განცხადებებს. ლიეტუვა და საქართველო ძალიან ახლო პარტნიორები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს, შევხვდებით პრემიერმინისტრს ორშაბათს ან უახლოეს დღეებში და ამ გაუგებრობებზე ღიად ვისაუბრებთ.

განაცხადა ლიეტუვის ელჩმა საქართველოს ანდრიუს კალინდრამ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა