logo
ENG


მდინარაძე ბერლინში პრემიერისადმი პროტესტზე: სპეკულაციით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა
  • 1090ნახვები

4 ადამიანი აპროტესტებდა რაღაცას სპეკულაციურს სააკაშვილთან დაკავშირებით. ამ სპეკულაციურ მესიჯს არასპეკულაციური, მართალი, ხისტი პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ და თუკი ამ სპეკულაციებით დაბინძურებული კადრები გასუფთავდა მე ამაში ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს - პირიქით, ასე უნდა ყოფილიყო. მე რომ ვყოფილიყავი, ასე მოვიქცეოდი ზუსტად. იმიტომ, რომ 4 ადამიანი რაღაც ფეიკს რომ ავრცელებს ამ ფეიკისგან ჩვენ უნდა ვიხსნათ საზოგადოება. თქვენ გინდათ, სამთავრობო მასალებში მოხვდეს ფეიკ ნარატივები და რომ არ ხვდება მერე ბრაზდებით და მე მთხოვთ ამაზე პასუხს.

 

 

განაცხადა ქართული ოცნების ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

9 ივნისს ბერლინში ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეები კანცლერის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ "რუსული მთავრობა", "დაასანქცირეთ ივანიშვილი", "საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები!"

მთავრობის ადმინისტრაციამ ფეისბუქზე დადო ვიდეო, რომელშიც აქტივისტები არ ჩანან და არც მათი ხმა ისმის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა