logo
ENG


კობახიძე: ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, ჩალის ფასი აქვს
  • 486ნახვები

თვითონ გვეუბნებიან ჩვენ ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურები, რომ მაინც და მაინც ყურადღება მისაქცევი არ არის ევროპარლამენტის რეზოლუციები, იმიტომ, რომ ხშირად ხდება ევროპარლამენტში ასეთი ტიპის რეზოლუციების მიღება, რომლებიც რეალურად არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განმსაზღვრელი არ არის, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც ჩვენთვის აქვს ჩალის ფასი ერთი მარტივი მიზეზის გამო: არ ეფუძნება კონკრეტულ გარემოებებს და არის სრულიად უსამართლო. როცა ევროპარლამენტის რეზოლუცია ითხოვს, ერთი მხრივ, სააკაშვილისა და გვარამიას, ორი კრიმინალის გათავისუფლებას და მეორე მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დაცვას, ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება ასეთ რეზოლუციებს.

ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა