logo
ENG


კობახიძე: სამართლებრივად უნდა დადგინდეს - რასამ კი არ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ოლიგარქი
  • 615ნახვები

თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში, ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი - სამართლებრივად უნდა იყოს განსაზღვრული, ასევე, ზომები ოლიგარქების მიმართ. სამართლებრივად უნდა დადგინდეს - რასამ კი არ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის ოლიგარქი, ან კუბილიუსმა. სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს ის თუ, ვინ არის ოლიგარქი. არის ერთი, მეორე თუ მესამე.

როცა საუბარია, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილზე, რასა როცა საუბრობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ან კუბილიუსი, ან რომელიღაც სხვა ოდიოზური ევროპარლამენტარი, ასე კი აღარ იქნება, მტკიცებულებები უნდა იყოს სამართლებრივად გამყარებული იმასთან დაკავშირებით, ვინ არის ოლიგარქი. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ერევა თუ არა პოლიტიკაში, ან მედიაზე თუ აქვს რაიმე გავლენა, ამასთან დაკავშირებით, კეთილი უნდა ინებოს შესაბამისმა უწყებამ და უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები.

ამბობს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პირველი არხის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა