logo
ENG


მდინარაძე კრამონს: საქართველოსგან შორს ხელი, თავი დაანებონ ამ ქვეყანას
  • 1003ნახვები

ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონს მინდა გავახსენო, რომ ევროკავშირი 3-4 დღეში ვაჭრობს იმდენს რუსეთთან, რასაც საქართველო წლის განმავლობაში. შესაბამისად, საქართველოსგან შორს ხელი, შორს მათი მწყობრში დალაგებული მესიჯები და თავი დაანებონ ამ ქვეყანას და მისთვის რაღაცების დაბრალებას. მათი მესიჯების მიხედვით, ხან შავი ხვრელი იყო საქართველო, ხან სანქციების თავის არიდებაში იყო მხილებული, მაგრამ ამდენი თვის განმავლობაში ვერცერთი მტკიცებულება ვერ დადო ვერავინ, რომ საქართველო თუნდაც ერთი ადამიანის მიერ სანქციისთვის გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ეს უბრალოდ მესიჯებია და უკვე წელიწად-ნახევარია მესიჯებად რჩება

ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, "უნდა დასანქცირდნენ მესამე ქვეყნები, რომლებიც EU-ის სანქციებს გვერდს უვლიან".



ასევე ნახეთ
close დახურვა