logo
ENG


სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება
  • 717ნახვები

ვმუშაობთ NATO-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაზე, სადაც უკრაინა NATO-ს მოკავშირეების თანასწორი იქნება. ჩვენი ამბიციაა ახალი საბჭოს პირველი შეხვედრა გვქონდეს ვილნიუსში პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. ყველანი ვთანხმდებით, რომ უკრაინა უკვე დაუახლოვდა NATO-ს ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და ეს მოკავშირეებისა და უკრაინის გადასაწყვეტია. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა ეს მოხდება, უნდა გვქონდეს ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის მომავალ უსაფრთხოებას და იმას, რომ ისტორია არ განმეორდეს. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. ვილნიუსის სამიტზე მოწვევის განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია უკრაინის კიდევ უფრო დაახლოება NATO-სთან. დარწმუნებული ვარ, რომ ვილნიუსის სამიტზე ვიპოვით კარგ გამოსავალს და კონსენსუსს.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა