logo
ENG


აზარაშვილი სუროგაციაზე: ასეთი გზით საქართველოდან გადის ქართული გენი
  • 675ნახვები

კანონი საკმაოდ მნიშვნელოვანია და არ ეხება მხოლოდ სუროგაციას. ეს ეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხს, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებასაც. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონით არის შესაბამისად მომზადებული ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის შესაძლებლობა ჰქონდეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დემოგრაფიული საკითხების გასაუმჯობესებლად ამ მეთოდით თუ იქნება შესაძლებელი ჩვენი მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება, ჩვენ ვუშვებთ ამ შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ხოლო ის, ხშირ შემთხვევაში, მანკიერი პრაქტიკა, რაც აქამდე იყო ქვეყანაში და სამწუხარო ფაქტები რაც გვქონდა, როგორც ინ ვიტრო განაყოფიერების, ასევე, სუროგაციის შემთხვევაში, ასევე, ძალიან დიდი რისკები დაკავშირებული ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან. თითქოს არის სპეკულაციები, რომ რაღაცა კანონმდებლობა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ქვეყანაში არსებობს და ახალშობილი ბავშვები იქ რეგისტრირდებიან მშობლების მითითება და ა.შ. თუმცა, ამის მიუხედავად, არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში, იქ, სადაც აქვთ ამ ბავშვის გაშვილების, არ მინდა ვთქვა,  მაგრამ რეალურად არის გასხვისების პოტენციური მოლოდინი და სადაც სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა და ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა ასეთი არასწორი მიზნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება.

აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომ სუროგაცია და ინ ვიტრო განაყოფიერება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალონ. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეს გადაწყვეტილება ჰომოფობიური მიზეზით ახსნა და თქვა, რომ "არ არის ცნობილი, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, შესაძლოა, ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ".



ასევე ნახეთ
close დახურვა