logo
ENG


ჰოჯესი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლაზე: ფაქტობრივად, კრემლის პოზიციას იმეორებს
ბენ ჰოჯესი
19 ივნ, 2023 21:26
ჰოჯესი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლაზე: ფაქტობრივად, კრემლის პოზიციას იმეორებს
  • 715ნახვები

მე იმედგაცრუებული ვიყავი, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა, იმ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთს მიერ, როდესაც იგი აცხადებდა, რომ NATO-ს გაფართოების გამო დაიწყო უკრაინაში ომი, ეს არის კრემლის პოზიცია. რატომ ხდებოდა ის, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, რომლებიც იყვნენ ვარშავის პაქტის წევრები, რატომ ცდილობენ,რომ NATO-ს წევრები გამხდარიყვნენ რაც შეიძლება სწრაფად? იმიტომ, რომ იცოდნენ, თუ რას ნიშნავს კრემლის საფრთხის ქვეშ ყოფნა და კრემლის კონტროლის ქვეშ ყოფნა. ამიტომაც ითხოვდა NATO-ს წევრობას ყველა ეს ქვეყანა. NATO იმპერიასავით არ ფართოვდება, მან გააფართოვა თავისი წევრობა იმიტომ, რომ ქვეყნები ითხოვდნენ ამას, როგორც წარსულში ამას აკეთებდა საქართველო...

ძალიან სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნის პრემიერმინისტრი, ფაქტობრივად, კრემლის პოზიციას იმეორებს, რომლის შესახებაც ყველამ იცის, რომ ტყუილია

თქვა გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში. [სინქრონული თარგმანი]

30 მაისს ბრატისლავაში მიმდინარე უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოება იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა