logo
ENG


კობახიძე აშშ-ის ახალ ელჩზე: მთავარია, აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა და დაფინანსება
  • 651ნახვები

კელი დეგნანი მალე შეიცვლება და აღარ მინდა წარსულზე საუბარი. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება, ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე ტოვებს თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება და წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და ბილწსიტყვაობის წახალისება.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის მოქმედ ელჩ კელი დეგნანზე საუბრისას. დეგნანს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წელს ეწურება.



ასევე ნახეთ
close დახურვა