logo
ENG


ბლინკენი: ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
  • 429ნახვები

პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე თქვა, რომ ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვალდებულების შესრულებას, მათ შორის შეერთებული შტატების დახმარების ახალი, ძლიერი პაკეტის მეშვეობით. ამ ყველაფრის უკანა მხარე კი არის ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, მოემზადოს მაქსიმალურად ძლიერი ეკონომიკისა და დემოკრატიის შექმნისთვის. თუ უკრაინა აპირებს, მოიზიდოს ინვესტიციები არა მხოლოდ მთავრობებისგან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, არამედ კერძო სექტორისგან, მან უნდა შექმნას საუკეთესო გარემო ამ ინვესტიციების მოსაზიდად.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა