logo
ENG


მაღაროელი: ვცადეთ საუბარი, ისეთი შემოთავაზება იყო, ადამიანმა თვალები ამოიკერა
  • 1544ნახვები

მოლაპარაკების შედეგად, ერთმა ადამიანმა ამოიკერა პირი, იმის ნიშნად, რომ ჩვენს საუბარს აზრი არ აქვს და რაზე ვესაუბროთ, მეორედ კიდევ ვცადეთ კომპანიასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის საუბარი და ისეთი თემა გაჟღერდა, ისეთი შემოთავაზება იყო, ადამიანმა თვალები ამოიკერა.

ჩვენ კიდევ ვშიშობთ, ვაითუ, ისეთი რამ შემოგვთავაზონ, რაც კიდევ ერთი ადამიანის კატასტროფა იქნება, კიდევ ერთი პროტესტის ნიშანი იქნება, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ, როგორც კომპანიის, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ არ ვითხოვთ სასწაულს, ხალხო, ჩვენ მინიმალურ ანაზღაურებას ვითხოვთ.

განაცხადა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში. მაღაროელების ნაწილი საპროტესტო აქციებს ჭიათურაში, ნაწილი კი თბილისში, პარლამენტთან აგრძელებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა