logo
ENG


ღუდუშაური: ჩავთვალოთ, ზურაბიშვილი მიიჩნევს, ღირსია იმ ეპითეტების, რითაც ამკობდა გვარამია
  • 624ნახვები

მე ვფიქრობ, რომ ის, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებით გამოხატა პირველ რიგში, ძალიან დიდ დარტყმას აყენებს მის იმიჯს, ღირსებას. ფაქტია, რომ თვითონ თუ არ ზრუნავს პრეზიდენტი თავის იმიჯზე, ჩვენ ვერ ვიქნებით მისი იმიჯის დამცველნი, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, მე ვფიქრობ, ლეგიტიმური უფლებაც იმისა, რომ რასაც ბატონი გვარამია საუბრობდა მასზე, ეს ყველაფერი ჩავთვალოთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა, აღიარა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საზოგადოების შეფასებაც უნდა იყოს ანალოგიური და მე არ მეგულება არცერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება არ მოსწონდა ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ ასეთი სიტყვებით მოეხსენებინა ზურაბიშვილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს უწოდებ რეზიდენტს, ვფიქრობ, რომ მაშინ შეიძლება დადასტურებულად ჩავთვალოთ ის, რომ ქალბატონი პრეზიდენტიც მიიჩნევს, რომ ის თვითონ არის იმ ეპითეტების ღირსი, რითაც ამკობდა გვარამია. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.

ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 22 ივნისს შეიწყალა



ასევე ნახეთ
close დახურვა