ყველა ადამიანი, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მიიღებს ფატებს და მიიღებს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის წესებიც არის დაცული საქართველოში. ამიტომ, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას ექნება მცდელობები, რომ ეს ვიზიტი რაღაც სენსაციად მონათლოს, სკანდალურად მონათლოს, მაგრამ ეს არის საქმიანი ვიზიტი და ხელისუფლებას გვექნება საქმიანი პასუხები.
განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ.
დღეს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.