logo
ENG


კალაძე: მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას, ამაში ცუდი არაფერია
კახა კალაძე
26 ივნ, 2023 16:31
კალაძე: მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას, ამაში ცუდი არაფერია
  • 610ნახვები

ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას, ამაში ცუდი არაფერი არ არის. თქვენ გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი, ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის, დავკარგეთ ტერიტორიები. დღესაც, საუბედუროდ, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, დანგრეული, განადგურებული სოფლები, ქალაქები და ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე მეოთხე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ და კონცერტები გაემართათ საქართველოში. პირდაპირ ამის ვიდეო კადრებიც არსებობს - მოუწოდებდნენ რუსებს, ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა, რუსულ ფულს სუნი არ ადისო, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე, სააკაშვილის ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და დღეს ისევ ეს ადამიანები, გაბრაზებული სახეებით, თურმე როგორ შეიძლება, რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში - გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ ამ ყველაფერს და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, ეს ადამიანები არიან ფარისევლები.

განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტეთან საუბრის დროს.



ასევე ნახეთ
close დახურვა