logo
ENG


კობახიძე EU-ის რეკომენდაციებზე: 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული
  • 456ნახვები

ჩვენ დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ იმაზე, თუ როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია. ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია.

რეალურად, 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული, ვინმეს თუ დამატებით რამე კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს და ამაზეც გვექნება მსჯელობა, საუბარი, მაგრამ 12-ვე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. მათ შორის, სასამართლო რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული, კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც ჩვენ გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად

ამტკიცებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. EU-ში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებზე ევროკომისიის შუალედური მოხსენების შემდეგ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ EU-ის 12 რეკომენდაციიდან საქართველომ სრულად 3 შეასრულა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა