logo
ENG


თარგამაძე მშვილდაძეზე: რეჟიმისთვის მიუღებლებზე ძალადობა სპეცსამსახურების დაორგანიზებულია
  • 781ნახვები

ორი კომპონენტისგან შედგება ეს ძალადობა, საერთოდ - პირველი, დარწმუნებული ვარ, რომ გამოკვეთილად ასეთი ადამიანების მიმართ ძალადობა საქართველოში არის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული, კეთდება შეგნებულად, სპეციალურად იმისთვის, რომ საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანებს შეუზღუდონ აქტიურობის რესურსი, პირდაპირი გაგებით, დააშინონ, იმიტომ რომ ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება უკვე საფრთხე, ყველა მათგანს ოჯახები ჰყავს, ჩვენი ოჯახები გვყავს და არამარტო საკუთარ თავზე ვართ პასუხისმგებლები, პასუხისმგებლები ვართ სხვებზეც. ეს არის კარგად ორგანიზებული, საქართველოში გამოგონილი მეთოდი არაა, რომ რეჟიმისთვის მიუღებელი და წინააღმდეგობის მუხტის შემქმნელი, გამომხატველი ადამიანების მიმართ ორგანიზებული ძალადობა ხდებოდეს, რომელსაც აორგანიზებენ და შემდეგ მფარველობენ სპეცსამსახურები. ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ფაქტების ერთობლიობა, ბოლო თვეების განმავლობაში კი არა, უკვე წლების განმავლობაში ჟურნალისტებზე, საზოგადოებისათვის ცნობილ ადამიანებზე ქუჩაში ძალადობის ორგანიზებული ამ ტიპის მოვლენები მიგვანიშნებს ამაზე.

მეორე არის ის, რაც მოჰყვება პროპაგანდისტულ დამუშავებას საზოგადოების, რომელთა ნაწილსაც უჭირს ერთმანეთისგან გამიჯნოს ვიღაცისგან მოწოდებული ფალსიფიცირებული სიცრუე სინამდვილისაგან და თუკი ეს ადამიანები მიბმულები არიან ერთ პროპაგანდისტულ არხზე, შემდეგ თვეების განმავლობაში ხდება ამ ადამიანების ტვინის რეცხვა, გაღიზიანება და მისევა, ფაქტობრივად, ასეთი რაღაც მოსალოდნელი იყო და არის. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ გავითვალისწინოთ, რომ არა თუ ვართ ზღვარზე ამ ტიპის დაპირისპირებებით, არამედ ეს ცივი სამოქალაქო ომი უკვე მიმდინარეობს ცალკეულ ადამიანებზე.

აცხადებს ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თარგამაძე.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა