logo
ENG


მიქელაძე ოცნებას: თქვენი თავდასხმების არავის ეშინია, საბოლოოდ ველურებად ისევ თქვენ ჩანხართ
  • 2731ნახვები

დღეს მიშა მშვილდაძეს დაესხნენ თავს, მანამდე ლევან ბერძენიშვილს. უფრო ადრე ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე თავდასხმის შემთხვევა იყო. ასევე დაფიქსირდა ათეულობით შემთხვევა სხვა ჟურნალისტებზე თავდასხმის.

ამ დროს ქართული ოცნების წარმომადგენლები და დეპუტატები ძალადობისკენ ღია მოწოდებებს აკეთებენ. დიმიტრი სამხარაძე ყველას პუტინის რუსეთის "ჩისტკებს" გვპირდება უკვე მერამდენე თვეა. ოდიშარია ცხვირ-პირში მიღებას, ვინც პრორუსს დაუძახებს მათ პარტიას. "იურისტმა" მამუკა მდინარაძემ და "ფემინისტმა" ნინო წილოსანმაც არ დააკლეს დღეს ძალადობის წახალისება.

დისკურსული პოლარიზაცია და აგრესია, ახლა შიშველ და აგრესიულ ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა და ყოველდღიურობად იქცა.

ენმ როცა ძალადობდა სუვერენის სახელით ინსტიტუციური არხებით აკეთებდა ამას. ამათმა ძალადობა გარეთ გაიტანეს, სუვერენულ ლოგიკაზე და საბოლოოდ საკუთარ თავზე ზემოთ დააყენეს და აი ზუსტად ეს ლოგიკა მოიყოლებს საბოლოოდ ამათ მიწაში.

ახლა თქვენი თავდასხმების არავის ეშინია სიმართლე რომ ვთქვათ. საბოლოოდ ველურებად ისევ თქვენ ჩანხართ და ვერც გუჩის ტუფლები, ვერც დაყენებული ბლანჟე და ვერც თქვენი შანელის კაბები გადაფარავს ამ იმიჯს და აღქმას.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა