logo
ENG


სტოლტენბერგი: ვაგნერის აჯანყება აჩვენებს, რომ პუტინის ომი უკრაინაში სტრატეგიული შეცდომაა
  • 688ნახვები

ორი კვირა გვაშორებს ვილნიუსის სამიტიდან, სადაც გრძელვადიანი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ შემაკავებლებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და უკრაინის დასახმარებლად. ვაგნერის აჯანყება რუსეთის შიდა საქმეა, მაგრამ ამავდროულად აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის უკანონო ომი უკრაინაში დიდი სტრატეგიული შეცდომაა. მან გამოიწვია ისედაც არსებული დაყოფის გაღრმავება და ახალი დაძაბულობა რუსეთში, მაგრამ ჩვენ სათანადოდ უნდა შევაფასოთ რუსეთი, უნდა გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება და გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა. ასევე უნდა გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი ბელარუსს და რუსეთს, რომ NATO საკუთარი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს.

განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ასე ეხმაურება ის დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 24 ივნისის აჯანყებას რუსეთში.



ასევე ნახეთ
close დახურვა