logo
ENG


ღარიბაშვილი: ბირთვული იარაღის საფრთხე რეალურია, ჩემი საზრუნავი ქვეყნის გადარჩენაა
  • 5447ნახვები

ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა