logo
ENG


ზურაბიშვილი: არ შეიძლება გქონდეს მისწრაფება, გახდე EU-ის წევრი და ლანძღავდე EU-ის ელჩს
  • 333ნახვები

არ შეიძლება იყო ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება, გახდეს ევროკავშირის წევრი და ყოველ მეორე დღეს ხან ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე და ყოველდღიურად აკრიტიკებდე ხან ევროპარლამენტარებს ხან თვითონ ჩვენს პარტნიორებს, ხან მათ აბრალებდე, რომ მათ უნდათ ომი, ისინი არიან ომის პარტია. ევროკავშირის შეიქმნა იმისთვის, რომ ომი კონტინენტზე აღარ ყოფილიყო. ეს არის პირველი ორგანიზაცია, სადაც ყველას უნდა გაწევრიანება თავისი ნებით. არა იმიტომ, რომ ვიღაცა თავში გირტყამს და ვიღაცა გაძალებს. არამედ იმიტომ რომ ხალხს უნდა. ჩვენ ვართ ამისი მაგალითი. ჩვენს ხალხს ეს უნდა.

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა