logo
ENG


ზელენსკი: ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისგან პასუხს მიიღებს
  • 745ნახვები

გამოქვეყნებულია უკრაინის სანქციების მორიგი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს ამ ტერორისტული ომის წარმოებაში ეხმარება. კერძოდ, თითქმის 300 იურიდიული პირისა და თითქმის 200 ფიზიკური პირის წინააღმდეგ არის სანქციები და ესენი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები არ არიან. ყველა, ვინც მსოფლიოში აგრესორს დაეხმარება, უკრაინისა და მსოფლიოსგან პასუხს მიიღებს.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გუშინ, უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიასGeorgian Airways- სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ზელენსკიმ გუშინ მოაწერა. ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაშიჯამში სანქციები ეხება 190 პირსა და 290 კომპანიას.



ასევე ნახეთ
close დახურვა