უდიდესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ამოცანა აქვს ჩვენს ქვეყანას, რაც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და საქართველოს ევროპულ მომავალს. ,ჩვენ გუშინ ვიხილეთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, რომელიც ითხოვს უკრაინის მოქალაქის, პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლებას და გადაცემას, როგორც უკრაინის მოქალაქის. ამ თვეების განმავლობაში, რაც პუტინი ტერორისტულ მოქმედებებს აწარმოებს უკრაინაში, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ შეუერთდა სანქციებს, არ ეხმარება უკრაინას, ანტიუკრაინული კამპანია აქვს, აღადგინა ფრენები, არსებობს ეჭვი, რომ სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, სრულიად ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ კარგად არ იქცევა. ამას ვამბობ დიდი მოწიწებით, როცა ვამბობ, რომ მინიმუმ კარგად არ იქცევა.
საქართველოს ხელისუფლებას აქვს ისტორიული შანსი ამ უთანასწორო ბრძოლაში, როცა ფაქტობრივად, პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს ერთადერთი თხოვნაღა აქვს საქართველოსთან - გადასცეს მისი მოქალაქე, თანამდებობის პირი, პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ასევე პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალია. ზელენსკის განცხადების შემდეგ, ჩვენ ვნახეთ რუსეთის სანქციების კოორდინატორის, მაკფოლის განცხადება, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს. ვნახეთ ბილ ბრაუდერის მოწოდება, ისიც ითხოვს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას.
ცივილიზებული სამყარო შეთანხმებულია, რომ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი, პროდასავლელი რეფორმატორი ლიდერი ციხეში წამებით არ უნდა მოკვდეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი შანსი - მიიღოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ სააკაშვილი გაათავისუფლოს და ეს ერთი მოთხოვნა მაინც შეუსრულოს უკრაინის პრეზიდენტს.
ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. . უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.