logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: რახან გამოაჩინეს, დაბრკოლება აღარაა, რომ ექიმები შეუშვან
  • 954ნახვები

გუშინ სისხლის გადასხმა ჰქონდა, როგორც ჩანს, დავარდნილი იყო ჰემოგლობინი და ეს პერიოდულად ხდება ხოლმე. სიცხე ყოველთვის, ბოლო ხანებში, დილიდან 37 აუცილებლად აქვს, ეს ჩვეულებრივი ამბავია და წნევაც არის ხოლმე ჩვეულებრივი ამბავი. რახან დაუშვეს ის, რომ გამოაჩინეს, მთელმა მსოფლიომ დაინახა, მე მგონი, უკვე აღარაფერი დაბრკოლება აღარ არის იმისთვის, რომ შეუშვან ის ექიმები, ის პოლონელი ექიმები, ფაქტობრივად, არიან ევროკავშირის გადაწყვეტილებით შექმნილი ჯგუფი. ასე რომ, ესენი კი არიან პოლონელები, მაგრამ წარმოადგენენ მთელ ევროპას. მე მოვისმინე ჩვენი იუსტიციის მინისტრის განცხადება, რომ მოიწვიონ ნებისმიერი ექიმიო და ჩვენ კი ბატონო, შევუშვებთო და აბა, სად არის?!

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ. გუშინ ყოფილი პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო - მისი ფიზიკური მდგომარეობის ნახვის შემდეგ, უკრაინამ საქართველოს ელჩს სთხოვა, თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყანა დატოვოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა