logo
ENG


დეგნანი: საქართველო-უკრაინას ჰყავს საერთო მტერი, ისინი არ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
კელი დეგნანი
04 ივლ, 2023 21:20
დეგნანი: საქართველო-უკრაინას ჰყავს საერთო მტერი, ისინი არ უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს
  • 620ნახვები

მე ვერ გავაკეთებ კომენტარს ოფიციალურ კომუნიკაციაზე საქართველოსა და უკრაინას შორის. ყველას გვესმის, რომ საკმაოდ რთული პერიოდია. არის ზეწოლა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან, ასევე საქართველოზე და ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთად იდგნენ და არ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დიპლომატიური გზებით თუ პირადი საუბრებით საქართველო და უკრაინა შეძლებენ, რომ გადალახონ ეს ვითარება 

განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას ითხოვს და საქართველოს ელჩს სთავაზობს, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს



ასევე ნახეთ
close დახურვა