logo
ENG


იუკნევიჩიენე სააკაშვილზე: შეშფოთებულები ვართ მისი მდგომარეობით, ეს ძალიან არაჰუმანურია
  • 389ნახვები

რა თქმა უნდა, ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი, ველოდით ამ ნაბიჯის გადადგმას, ვთხოვეთ პრეზიდენტს არაერთხელ რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია. ასევე, გავუგზავნეთ წერილი და ვთხოვეთ, რომ მიეღო შესაბამისი მკურნალობა მიხეილ სააკაშვილს. ასევე, ყველა შეშფოთებულნი ვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც აქ და ეს არის ძალიან არაჰუმანური, ძალიან არაჰუმანურ ქცევად გამოიყურება ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ის, რაც ხდება. ნიკა გვარამიას შეწყალება არის ძალიან კარგი ფაქტი, პრეზიდენტმა გადადგა ეს ნაბიჯი და იმედი გვაქვს, პრეზიდენტს არ შეეშინდება სამომავლოდაც, შეაჩეროს ოცნების მცდელობები და დაეხმაროს მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად პერსონალური დაძაბულობისა. იმედია, შეხედავს უფრო ფართოდ აღნიშნულ თემას.

განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულას ეთერში მთავარი არხის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე და პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა