logo
ENG


სარჯველაძე საგარეჯოზე: ძალადობა მიუღებელია, ეს არ ნიშნავს, რომ პროვოცირებაზე არ ვისაუბროთ
  • 564ნახვები

ძალადობის ფორმა ურთიერთობაში, რასაკვირველია, მიუღებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ პროვოცირებაზე. პროვოცირება კი არის, მაგალითად როდესაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცა ფორმით ისე წარმოაჩინოს საკუთარი თავი, რომ არ აქვს საზოგადოებისთვის ბოდიში მოსახდელი ბევრ საკითხზე, რასაკვირველია, ესეც მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს აგრესიული დამოკიდებულებისა.

ამბობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე. 

საგარეჯოში, როდესაც ენმ ამომრჩეველს ხვდებოდა, ადგილზე ოცნების მიერ ორგანიზებული ჯგუფი გამოჩნდა. მათ შეკრებილებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს, ქვები დაუშინეს, დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და აგინეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა