logo
ENG


ჯაყელი პრაიდის ჩაშლაზე: დარწმუნებული ვარ, შსს-მ მოასწავლა ტერიტორიამდე ალტერნატიული გზები
თამარ ჯაყელი
09 ივლ, 2023 14:28
ჯაყელი პრაიდის ჩაშლაზე: დარწმუნებული ვარ, შსს-მ მოასწავლა ტერიტორიამდე ალტერნატიული გზები
  • 1011ნახვები

ჩვენ გვეუბნებოდნენ თვეების წინ, რომ ეს, ლისის ტერიტორია უფრო კარგი ტერიტორია იყო დასაცავად, ვიდრე მაგალითად შარშანდელი ტერიტორია მთაწმინდაზე. ჩვენ ერთხელ მართლაც გვქონდა [ფესტივალის] წარმატებით ჩატარების გამოცდილება, ტერიტორიის გაშლილობას ნამდვილად არანაირი ფაქტორი არ უნდა ჰქონოდა, რადგან ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ლოკალიზებულები ტერიტორიიდან შორს.

ჯერ ერთი, მე დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ შსს-მ მოასწავლა ეს ალტერნატიული გზები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ადამიანების უმეტესობა გუშინ ჩამოიყვანეს რეგიონებიდან. რეგიონებიდან ადამიანების დიდი მობილიზება მოხდა და მათ სულაც არ ეცოდინებოდათ ეს ალტერნატიული გზები, ჩემი წარმოდგენით და ზუსტად ეს იყო გათვლა, რომ ისინი დაიწყებდნენ გამოსვლას ნუცუბიძიდან, იქ რაღაც მომენტში მოხდებოდა მათი ლოკალიზება და ჩვენ ვეუბნებოდით ჩვენს სტუმრებს, რომ გამოეყენებინათ ალტერნატიული გზები. ბოლო რამდენიმე წუთი სანამ ევაკუაცია დაიწყებოდა, ჩვენი სტუმრები გვწერდნენ, რომ მოდიოდნენ ალტერნატიული გზებით და იქაც არ უშვებდნენ, კეტავდნენ, უკან აბრუნებდნენ, აქაც იყო დიდი რაოდენობა კონტრაქციის [მონაწილეების] და მივხვდით, რომ რაღაც არ იყო სწორად.

განაცხადა Tbilisi Pride-ის პროექტების კოორდინატორმა, თამარ ჯაყელმა ფორმულას ეთერში.

8 ივლისს დაგეგმილი თბილისი პრაიდფესტი ძალადობრივი ჯგუფებისგან თავდასხმის გამო ვერ ჩატარდა. თბილისი პრაიდის წევრებს და მოქალაქეებს ფესტივალის ტერიტორიის დატოვება მოუწიათ, რადგან, მათი თქმით, პოლიციამ ტერიტორია ვერ დაიცვა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა