logo
ENG


ზელენსკი: NATO უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, უკრაინა კი ალიანსს გააძლიერებს
  • 519ნახვები

დღეს აქ მოგზაურობა გადაწყვეტილებების რწმენით დავიწყე. პარტნიორების რწმენით, ძლიერი რწმენით NATO-ში, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და არც ერთი აგრესორის წინაშე უკან არ იხევს.  ვისურვებდი, რომ ეს რწმენა გახდეს ნდობა - ნდობა იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რასაც ჩვენ ვიმსახურებთ - რასაც ყველა ჩვენი მეომარი, ყველა მოქალაქე, ყველა დედა, ყველა ბავშვი იმსახურებს. ეს ძალიან ბევრია სასურველად? NATO უკრაინის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უკრაინა ალიანსს გააძლიერებს. დიდება უკრაინას, დიდება ლიეტუვას!

ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში შეკრებილ ათიათასობით მოქალაქეს, სადაც უკრაინის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია იმართება.

ზელენსკი ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დასასწრებად დღეს ჩავიდა. სამიტი 11-12 ივლისს იმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა