logo
ENG


დეგნანი: არავის სურს, საქართველო დაბრუნდეს რეპრესიულ დროში, როცა იყო ცენზურა, დაშინება
კელი დეგნანი
13 ივლ, 2023 17:23
დეგნანი: არავის სურს, საქართველო დაბრუნდეს რეპრესიულ დროში, როცა იყო ცენზურა, დაშინება
  • 662ნახვები

შემაშფოთებელია, როცა ადამიანები შიშში ცხოვრობენ მათი კონსტიტუციით დაცული უფლების, მაგალითად გამოხატვის თავისუფლების განხორციელების გამო. საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ ისტორიის განმავლობაში, სამწუხაროდ იყო ბევრი მაგალითი, როცა ხდებოდა ხალხის დაშინება, ცენზურა და ნამდვილად არავის სურს საქართველოს დაბრუნება ამ ტიპის რეპრესიულ გარემოში. ეს ძალიან კრეატიული, ინოვაციების მოყვარული საზოგადოებაა, რომელიც თავისი ლიტერატურით, პოეზიით, მუსიკით ახერხებდა გამოეხატა ის ღრმა მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი, რაც ქართველებს აქვთ. მათ შორისაა ფიქრის თავისუფლებაც. მახსენდება ზოგიერთი თქვენი მწერალი და პოლიტიკოსი, ვინც თავის დროში საკმაოდ პროგრესულები იყვნენ და ხმამაღლა საუბრის მაგალითის შექმნით საზოგადოებას მიუძღვებოდნენ, რისი გაკეთებისაც, შესაძლოა, სხვებს ეშინოდათ.

ამიტომ ვფიქრობ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. ესაა ის, რაც იცავს თქვენს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებს, რაც იცავს თქვენს ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს - აუცილებელია, გქონდეთ მტკიცე, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. მეზობლად, რუსეთში ვხედავთ, რა ხდება როცა ეს არ გაქვს, სადაც ადამიანები შიშში ცხოვრობენ, არ არის გამოხატვის თავისუფლება, აღარც შეკრების თავისუფლებაა...

ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს ძალიან ბევრ ქართველს: სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, ვინც ბევრს მუშაობენ, რათა დაიცვან საქართველოს რეპუტაცია გამოხატვის თავისუფლების კუთხით. და ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას, რადგან გვჯერა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიის მომავლისთვის.

 

განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა