logo
ENG


ბლინკენი: პუტინმა უკვე წააგო იმ თვალსაზრისით, რის მიღწევასაც ცდილობდა უკრაინაში
  • 455ნახვები

პუტინმა უკვე წააგო იმ თვალსაზრისით, რის მიღწევასაც ცდილობდა უკრაინაში. გახსოვდეთ, ეს პუტინისთვის იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი დამოუკიდებლობის დასრულება და რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს ჩაიშალა და ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას. ახლა საკითხი იმაში მდგომარეობს, ზუსტად სად და როგორ მთავრდება ეს. ფუნდამენტურად ეს გადაწყვეტილებები უკრაინაზეა დამოკიდებული, რადგან ეს მის მომავალს, მის ხალხს, მიწას და თავისუფლებას ეხება. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი რუსეთისგან, რომ სურს ჩაერთოს აზრიან დიპლომატიაში და დაასრულოს ომი, რომელიც მან დაიწყო. არაფერი მომისმენია საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვისგან, რომელიც მიანიშნებდა რაიმე ცვლილებას იმაში, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა