logo
ENG


კულება: რუსეთმა უნდა განაცალკევოს პოლიტიკა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება
  • 520ნახვები

რუსეთი აშანტაჟებს მსოფლიოს, ეს შანტაჟი გავლენას ახდენს მილიონობით უკრაინელისა და ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეზე მთელ მსოფლიოში, უპირველეს ყოვლისა, აფრიკასა და აზიაში, რომლებსაც სურსათზე ფასების გაძვირება და შიმშილი ემუქრებათ. რაც არ უნდა თქვას რუსეთმა თავისი ქმედების გასამართლებლად, გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი პორტების ბლოკირებისას მოსკოვი ზრდის საკუთარი მარცვლეულის ექსპორტს, მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან მოპარული მარცვლეულის ექსპორტს. მოვუწოდებ გაეროს ყველა წევრ ქვეყანას, მტკიცედ მოსთხოვონ რუსეთს, კეთილსინდისიერად განაახლოს მონაწილეობა შეთანხმებაში და შეწყვიტოს შიმშილის თამაშები. რუსეთმა უნდა განაცალკევოს პოლიტიკა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება.

განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. 

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა