logo
ENG


ბერბოკი: მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი ნავთს ასხამს გლობალური კრიზისის ცეცხლზე
  • 528ნახვები

[მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით] რუსეთი ნავთს ასხამს გლობალური სასურსათო კრიზისის ცეცხლზე. შედეგად ყველა კონტინენტზე ოჯახები ძლივს ართმევენ თავს გაჭირვებას და ბავშვები ყოველ ღამე მშივრები იძინებენ. ახლა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლით რუსეთი კიდევ უფრო მეტ ადამიანს და ბავშვს შიმშილით ემურება. ამიტომ მე, ისევე როგორც სხვები, მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება.

განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა. 

გუშინ, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას აჩერებს. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი არ შესრულდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა