logo
ENG


სარჯველაძე ვაშაძეზე: ყოფილი ნაციონალი არ არსებობს
  • 695ნახვები

ეს არის არა რაღაც იდეური გაერთიანება ან ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ იდეური სიახლოვე ამ ხალხს შორის ყოველთვის არსებობდა. შეგვიძლია ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი გავაკეთოთ, ყოფილი ნაციონალი არ არსებობს, როგორც ჩანს და შესაბამისად, ალბათ, ეს არის მიზეზი რის გამოც, მიუხედავად მათი სურვილისა, რომ ყოფილიყვნენ დამოუკიდებლად, მაგალითად, ვაშაძეს ჰქონდა ეს სურვილი და ღიად საუბრობდა ამის შესახებ, რომ მას არ უნდოდა რა თქმა უნდა, იმ ტვირთის ტარება, რაც ნაციონალური მოძრაობის მძიმე რეპუტაციას უკავშირდება. ახლა მას ამაზე ყველაფერზე, ამ კომფორტზე უარის თქმა უწევს და შესაბამისად, იმ წიაღში დაბრუნება, რომელი წიაღიდანაც ის წარმოიშვა.

განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.

20 ივლისს, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა