logo
ENG


კულება ოდესაზე: ეს გლობალურ საზოგადოებაზე თავდასხმაა, ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებ, დაგმონ
  • 626ნახვები

რუსული რაკეტების აფეთქებები კლავს ადამიანებს და ანადგურებს ისტორიულ ადგილებს UNESCO-ს მიერ დაცულ ოდესაში. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მნიშვნელოვან პორტზე, რომელიც მსოფლიო საკვების უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას მოვუწოდებ, დაგმონ ეს ბარბაროსული ომის დანაშაული.

 

ტვიტერზე წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და ოდესაში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

ღამით რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. შედეგად1 ადამიანი დაიღუპა, 22 კი დაშავდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაინგრა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ფერისცვალების ტაძარი და კერძო სახლები.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა