logo
ENG


უგულავა ენმ-ვაშაძის გაერთიანებაზე: მივესალმები, ძალიან კარგია, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს
გიგი უგულავა
26 ივლ, 2023 22:26
უგულავა ენმ-ვაშაძის გაერთიანებაზე: მივესალმები, ძალიან კარგია, ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს
  • 2243ნახვები

ძალიან მისასალმებელია გიორგი ვაშაძის და სტრატეგია აღმაშენებლის გადაწყვეტილება, მივესალმები, ძალიან კარგია და ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნაციონალური მოძრაობა ისედაც ძალიან დიდი ორგანიზმია და დე-ფაქტო კოალიციაა, შევხედოთ ამას როგორც დე ფაქტო კოალიციას. ჩვენ თუ არ გამოვძებნეთ საერთო ენა ერთმანეთთან, როგორ უნდა დაგიჯეროს სხვა პარტიამ, რომ შენ მასთან გამოძებნი საერთო ენას. ამიტომ ეს ჩვენი ვალდებულებაა და საერთო ენის გამოძებნა იწყება, პირველი ერთმანეთს უნდა გავუწოდოთ ხელი, მეორე, ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში და მე ამით დავიწყე ჩემს ყველა კოლეგასთან ურთიერთობა...

როდესაც ამხელა ღამის წყვდიადის ზომბები არიან დაპატრონებული ქვეყანას და მეორე მხრივ, ადამიანი რომელთანაც 20-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და პერსონალური რომ გვერდზე გადავდოთ, ამ ადამიანს რომ ციხეში რამე მოუვიდეს, ნებისმიერი ქვეყნის ისტორია ავიღოთ, მასშტაბური ადამიანის ციხეში მოკვდინება ყოველთვის იწვევს არნახულ, დიდ, კატასტროფულ რადიკალიზაციას თავისი ძალიან მძიმე შედეგებით - ეს რბილად ვთქვი, აბსტრაგირებულად და სინამდვილე ისაა, რომ უბედურებას იწვევს ეს.

განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ გადაცემაში გიორგი თარგამაძის ფორმულა

24 ივლისს ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის "გამარჯვების პლატფორმის" პრეზენტაცია გამართეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა