ზურაბიშვილი: ვგმობ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემას, მტკიცე რეაქციას მოითხოვს
კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!
წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის აღდგენაზე რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოხდა.