logo
ENG


აზარაშვილი: მივესალმები ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა
  • 682ნახვები

მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ყველაფერ ამასთან დაკავშირებით.

განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა. ასე ეხმაურება ის სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლას საქართველოში.

31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა