logo
ENG


ხაზარაძე: 21-ე საუკუნეში ვერტმფრენის პრობლემა რომ აქვს ქვეყანას, ყველაფერზე საუბარი ზედმეტია
  • 6499ნახვები
უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს, იმედია დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ. 
21-ე საუკუნეში, რთული რელიეფის და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!
სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც…
ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!
 

სოციალურ ქსელში წერს პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. 

დღეს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ამ დრომდე არ უპოვიათ. სტიქიის ზონაში მაშველები დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა