logo
ENG


ზელენსკი: 7 აგვისტოს მსოფლიო საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას იხსენებს, ჭრილობა რჩება
  • 985ნახვები

7 აგვისტო. ყოველ წელს, ამ დღეს მთელი მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. უკვე 15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია ისევ გრძელდება - ეს ჭრილობა ქართულ სახელმწიფოზეც რჩება. ძალიან ბევრი ითქვა - 2008 წელს მსოფლიო უფრო გამბედავი რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. უკვე მაშინ რუსეთს უნდა გაეგო, რომ აგრესიისთვის აგრესორი უფრო მეტს იხდის. ეს ახლა ნამდვილად უნდა გაიგოს.

მაშინ როდესაც უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, ეს შეაჩერებს არა მხოლოდ რუსული აგრესიული მადის გაფართოებას, გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ახლა განვიცდით ჩვენ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ჩვენი გამარჯვება მოუტანს ნორმალიზებას ყველას - გააქრობს რუსულ ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარულები არიან ქართველ ხალხთან, და მე მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც ჩვენებთან [უკრაინელ სამხედროებთან] ერთად იცავენ თავისუფლებას! განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძვის უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში! თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს!

 

განაცხადა უკრაინის პეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა