მაშინ როდესაც უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს, ეს შეაჩერებს არა მხოლოდ რუსული აგრესიული მადის გაფართოებას, გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ახლა განვიცდით ჩვენ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა; ჩვენი გამარჯვება მოუტანს ნორმალიზებას ყველას - გააქრობს რუსულ ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარულები არიან ქართველ ხალხთან, და მე მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ჩვენთან [უკრაინელ სამხედროებთან] ერთად იცავს თავისუფლებას! განსაკუთრებით მათ, ვინც იბრძვის უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში! თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს!
განაცხადა უკრაინის პეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.