logo
ENG


ღარიბაშვილი: სწორი პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები, ამ მიზანს ყოველდღე ვუახლოვდებით
  • 657ნახვები

ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე. მშვიდობას, მეგობრებო, ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველდღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ძმათა სასაფლაოზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა