logo
ENG


ჯელაძე: მეწყერზე რომ გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ადამიანის ხმა
დავით ჯელაძე
14 აგვ, 2023 14:29
ჯელაძე: მეწყერზე რომ გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ადამიანის ხმა
  • 31321ნახვები

მე რომ მეწყერზე გადავდიოდი, რომელიც არ სჯერა ირაკლი კობახიძეს, ქვემოდან ისმოდა ვიღაც ადამიანის ხმა და ვერ გავიგე, მეთქი საიდან მოდიოდა? ვერავის ვერ ვხედავდი და ის ადამიანი იყო მიწაში ჩამარხული და ითხოვდა შველას და ვერავინ ვერ ვეხმარებოდით იქ, იმიტომ, რომ ყველა მეწყერში ვიყავით ჩაფლული, ჩვენ ადამიანები, ვინც ამ სტიქიას შევესწარით.

განაცხადა მეწყერს გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ფორმულასთან.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და "წარმოუდგენელი ტყუილი" უწოდა ფაქტს, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდა. მანვე ეჭვქვეშ დააყენა სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის ისტორია, რომლის თანახმადაც, ის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირამდე გადავიდა. კობახიძემ თქვა, რომ ეს ყველაფერი "გადასამოწმებელია".



ასევე ნახეთ
close დახურვა