logo
ENG


კობახიძე შოვზე: ხელისუფლებასთან მიმართებით ყველა კითხვაზე პასუხი, მე მგონია, რომ არსებობს
  • 1572ნახვები

რაც შეეხება კითხვებს ხელისუფლებასთან მიმართებით, ყველა კითხვაზე პასუხი, მე მგონია, რომ არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ოპოზიციას აქვს სრული უფლება, რომ ინტერპელაციის წესით მიმართოს ნებისმიერ მინისტრს, ამ შემთხვევაში მიმართეს გომელაურს და ბუნებრივია, როგორც ეს ხდება ხოლმე პრაქტიკაშიც, რეგლამენტის შესაბამისად, ვახტანგ გომელაურიც, რა თქმა უნდა, წარდგება პარლამენტის წინაშე.

ბუნებრივია, კითხვები დაისმება როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, უმრავლესობის მხრიდან იმისათვის, რომ პირველ რიგში, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სტიქიას, რაც უკავშირდება სამაშველო სამუშაოებს, რაც უკავშირდება ზოგადად სტიქიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. 

14 აგვისტოს ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაიბარა.



ასევე ნახეთ
close დახურვა