logo
ENG


დეგნანი: მნიშვნელოვანია, რას ამბობს ქართველი ხალხი, რაც ძალიან მკაფიოა - მათ სურთ ევროპა
კელი დეგნანი
17 აგვ, 2023 19:19
დეგნანი: მნიშვნელოვანია, რას ამბობს ქართველი ხალხი, რაც ძალიან მკაფიოა - მათ სურთ ევროპა
  • 1453ნახვები

პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო - მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია, რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს...

მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც"

ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. ელჩს, რომელიც მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, ჰკითხეს, რა იყო მისი შეფასებით ამის მიზეზი.



ასევე ნახეთ
close დახურვა