logo
ENG


დეგნანი: საქმის მიხედვის და იმის დროა, EU-ის ქვეყნებს დაანახო - საქართველო ამ გზის ერთგულია
კელი დეგნანი
21 აგვ, 2023 13:30
დეგნანი: საქმის მიხედვის და იმის დროა, EU-ის ქვეყნებს დაანახო - საქართველო ამ გზის ერთგულია
  • 788ნახვები

გამბედაობა მოდის განსხვავებების გვერდზე გადადებითა და ერთად მუშაობის სურვილით; იმის გააზრებით, რომ ამ განსხვავებების არსებობის მიუხედავად, საქართველოს ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი ევროპული მომავლის სასარგებლოდ. თითოეული პოლიტიკური ლიდერი უნდა მუშაობდეს იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს ხალხის 85%-ს სურს.

ეს არის შენი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პარლამენტის წევრის საქმე - იმუშაო შენი მოქალაქეების სახელით, რომლებსაც წარმოადგენ. ევროკომისიის ივლისის, სულ რამდენიმე კვირის წინანდელი სიტყვიერი ანგარიშის თანახმად, 12-დან 3 რეკომენდაცია შესრულებულია. მათ განაცხადეს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია. პროგრესი ჰქონდა აგრეთვე კიდევ 7-ზე და ორზე მეტია სამუშაო. დასაკარგავი დრო არ არის. საქმის მიხედვის დროა და იმის დრო, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაანახო - საქართველო ნამდვილად ამ გზის ერთგულია.

ყველა ქართველმა იცის, რომ კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის ნაბოძები არ არის, მას დამსახურება სჭირდება, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, მეტ უსაფრთხოებას. შეხედეთ ევროკავშირის ნებისმიერ ახალ წევრს: მათ მიიღეს როგორც ეკონომიკური სარგებელი, ასევე გაიუმჯობესეს სტაბილურობა. ამიტომაც სურთ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანება. ამიტომ სურს საქართველოსაც ევროკავშირში შესვლა.

განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.



ასევე ნახეთ
close დახურვა